ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინამ საქმე 24 თებერვალს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, მალევე შეიტანა.
უკრაინული მხარე რუსეთს ადანაშაულებს ცრუ განცხადებების გამოყენებაში, რომ უკრაინული ძალები ახორციელებდნენ გენოციდს, დონბასის რეგიონის სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად რეგიონებში თავდასხმის საბაბად.
ამასთან, როგორც BBC იუწყება, რუსი ოფიციალური პირები ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ, 7 მარტს გამართულ მოსმენაზე არ გამოცხადდნენ.
საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო ბრძანებას ადგილობრივი დროით, 16 მარტს, 16:00 საათზე გამოაქვეყნებს.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ასევე ცალკე დაიწყო გამოძიება ომის დანაშაულებებზე, რათა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ ბრალდებები განიხილოს.