საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საკარანტინო/კოვიდ სივრცეებისთვის გაწეულმა ხარჯმა 11 მილიონ ლარამდე შეადგინა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან, გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, საკარანტინო მომსახურება აღნიშნულ პერიოდში 200 ათასამდე ადამიანს გაეწია.
„გაცნობებთ, რომ პროექტის ფარგლებში 2020 წლის მარტიდან 2022 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით საკარანტინო/კოვიდ სივრცეებისათვის განკუთვნილ სასტუმროს მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 10 9276 898.01 ლარი.
აქვე გაცნობებთ, რომ პროექტის დაწყებიდან 2022 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით საკარანტინო მომსახურება გაეწია 198 007-მდე ადამიანს”, – ნათქვამია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საკარანტინო სივრცეების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 20 მარტს მიიღო, ხოლო 2022 წლის 22 თებერვლიდან კოვიდსასტუმროები გაუქმდა.