ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი აცხადებს, რომ მისი სურვილია, პუტინი დროზე მოაშორონ, როგორ და რა გზით – სულერთია. ამის შესახებ მან “Fox News”-სთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ჰკითხეს – “ისევ იმ აზრზეა თუ არა, რომ პუტინი უნდა მოკლან”.
“დიახ, იმედი მაქვს, მოაშორებენ, როგორ – სულერთია. დროა წავიდეს, ის არალეგიტიმური ლიდერია. სამხედრო დამნაშავე, რომელსაც რუსებმა უნდა მიხედონ. მე არ ვითხოვ რუსეთში შეჭრას მის მოსაცილებლად, ვთხოვ რუსებს, ადგნენ და ტერორის მმართველობა დაასრულონ თავისთვისაც და მსოფლიოსთვისაც. მე მოვუწოდებ მსოფლიოს, მოახრჩონ რუსეთის ეკონომიკა.
ეს არ არის რუს ადამიანებთან ომი. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, რუსეთში გაჩნდება ძალები, რომლებიც პუტინს დაასრულებენ. ვფიქრობ, მსოფლიოსთვის პუტინის გარეშე უკეთესი იქნება. რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი. სულერთია როგორ გავაკეთებთ ამას”, – თქვა ლინდსი გრემმა.