მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას გამოგზავნილი მაისურით მივიდა და დიზაინერს საჯაროდ გადაუხადა მადლობა საჩუქრისთვის:
“ეს არის მაისური, რომელიც საჩუქრად გამომგზავნა დემნა გვასალიამ. ყველაზე ნიჭიერმა და ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა მსოფლიოში. ეს არის ის კაცი, ვინც დაწერა free misha, რის შემდეგაც დააბულინგეს მთელი მისი ნათესავები ვინც ჰყავს საქართველოში. ის არის აფხაზეთიდან დევნილი და მინდა დემნას შევუთვალო აქედან დიდი მადლობა ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის. მე ამას მთელი ცხოვრება შევინახავ” თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
სხდომის დაწყებამდე კი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინისთვის ლოცვისკენ მოუწოდა ყველას და საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა.