“ამ კვირის ჩათვლით უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში თოვლი, თოვლჭყაპი, მთიან რაიონებში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც თოვლია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ღამის საათებში მინიმალური ტემპერატურა -1-დან +4 გრადუსამდე იქნება. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +2; +7 გრადუსია. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღამით ტემპერატურა 0 გრადუსის ფარგლებშია. დღით +3; +4 გრადუსი იქნება.
22-23 მარტს ცალკეულ რაიონში გამოიდარებს, ნალექები შეწყდება. ტემპერატურა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში 21-23 მარტის ჩათვალით მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლოა, 10-დან 12 გრადუსამდე იყოს“,- აღნიშნავს დოდო გვაზავა.
რაც შეეხება დედაქალაქს, როგორც დოდო გვაზავა განმარტავს, ყინვის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის. 23-25 მარტის ჩათვლით თბილისში ღამით ტემპერატურა 0; -2 გრადუსი იქნება.