წუხელ ღამით, ოზურგეთში, საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადაღებეს.
ინფორმაციას ამის შესახებ, ოზურგეთის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე ავრცელებს:
“ასე გამოიყურება ხელისუფლების მიერ წახალისებული რუსული ძალის წუხანდელი ნამუშევარი ოზურგეთში. უკვე კომენტარიც ზედმეტია, როგორც ჩანს, ჩვენს ოფისთან მოსვლა ვერ გაბედეს, სამაგიეროდ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადაღებეს.
ამათ უტვინობას საზღვარი რომ არ აქვს ეს გავიგე, მაგრამ საინტერესოა, ხელისუფლება ასე ღიად რატომ ახალისებს ამ ბნელებს?
ალბათ კიდევ სჯერათ, რომ ომის ბედი რუსეთის სასარგებლოდ უკვე გადაწყვეტილია და მათაც არავინ მოჰკითხავს არაფერს.” – წერს მჟავანაძე.