ოზურგეთში ენმ-ის ოფისებზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, კახა ასკურავა და სოციალურ ქსელში წერს:
“ენმ-ს ოფისებზე თავდასხმების უკან არანაირი ალტ-ინფო არ დგას და საერთოდ ალტ-ინფო +ქართული ოცნება = ეძინაია რასიას! მსგავსი ძალადობრივი და პუტინისტური მეთოდებით ბრძოლა,პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის ნაცნობი ხელწერაა.
იგი იდგა, 2015 წელს ,როცა ერთ დღეში დაარბიეს საქართველოს მაშტაბით ენმ-ს ყველა ოფისი და იგი დგას დღესაც ამ სამარცხვინო ფაქტის უკან.მან პოლიტიკური ბრძოლის სხვა მეთოდი არ იცის.აქ სამწუხარო ისაა,რომ ამ დანაშაულებრივი ქმედებების უკან დგას ქართველი ძალოვანი უწყებები,რომლებიც მონურ მორჩილებაში არიან მოძალადე სისტემასთან და თანამომაწილეები გახადა რეჟიმმა.
ბევრმათგანს ჩემთან საუბარში პირადად უღიარებიათ,რომ სასტიკად არ მოსწონთ იმის უმოქმედოთ ყურება რაც მათ თვალწინ ხდება,მაგრამ რა ვქნათ – ჩვენს უკანაც ოჯახები დგასო?!” – წერს ასკურავა.