არესტოვიჩი დათა თუთაშხიას ტაქტიკას ირჩევს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი უკრაინელებს მოუწიდებს ნუ გამოაქვეყნებენ სოციალურ ქსელში დაბომბილი ადგილების ფოტოებს.  მისი თქმით, ამით რუსების საქმე კეთდება.

მისი აზრით, საჭიროა კონსპირაცია. მეტი დამაჯერებლობისთვის მან დათა თუთაშხიას სიტყვები მოიყვანა.

– დათა თუთაშხიას ჰქონდა კონსპირაციული წესი, ის ჟღერდა ასე: თუ დაგინიშნეს შეხვედრა, მიდი ან ერთი დღით ადრე, ან ერთი დღით გვიან. ერთი დღით გვიან ყოველთვის დარჩები ცოცხალი, – ამბობს ოლექსი არესტოვიჩი.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share