ამჟამად პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ნავალნის გუნდის წევრებმა – მარია პევჩიხმა და გიორგი ალბუროვმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კუთვნილი და სახელდახელოდ იტალიის ერთ ერთ პორტში გადამალული 700 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იახტა “შახერაზადა” აღმოაჩინეს.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ის პუტინის საკუთრება არ არის ნავალნის გუნდმა გაშიფრა მფლობელთა სრული სია და კავშირი პუტინთან.
იახტა იტალიელმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს.