”მსჯელობა, კრიტიკა გაცილებით იოლია, ვიდრე რაღაცის გაკეთება. ამ სიტუაციაში რაც კეთდება, მგონი, მე არასდროს არავისკენ არ ვყოფილვარ, იმისტი და ვისისტი არ ვყოფილვარ, მაგრამ ეს ისეთი რთული მდგომარეობაა, რომ ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი და შეიძლება, ძალიან ცუდი რამეები მოხდეს და მერე დაბრალდეს იმ კაცს, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა. მე მგონი, ჯერჯერობით ვიქცევით როგორ – უზარმაზარ დახმარებას რაც შეგვიძლია და არ შეგვიძლია ვაკეთებთ [უკრაინასთან მიმართებაში], ჩვენ თუ ეს პრინციპულია, მაშინ უნდა გადავიდეთ და სულყველამ ვიომთ, ეს სხვა თემაა. ამიტომ, რაც შეუძლიათ და არ შეუძლიათ ქართველებს აკეთებენ” – განაცხადა მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ გადაცემაში “თავისუფალი სივრცე”.