დასავლეთის სანქციების გამო, რუსულმა ავიაკომპანიებმა ჯამში 78 თვითმფრინავი დაკარგეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრ ვიტალი საველევის განცხადებით, ქვეყანაში 1 367 თვითმფრინავი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან 78 სხვა ქვეყნებში დააკავეს, მათ შორის, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
მისივე განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თვითმფრინავების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიები უარს ამბობენ.
metronome.ge