”გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ქვეყნის გარეთ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს და ამ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძეს ვეთანხმები, რადგან მე ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი და ვიცი, იქ რა ნაბიჯებს ვდგამთ ერთად, მმართველი პარტია და ოპოზიცია. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს უკრაინის მხარდაჭერაზე უარი ეთქვა. გრიგოლ ვაშაძე ძალიან უსამართლოდ დააბულინგეს ამ განცხადების გამო.”
ამის შესახებ “მოქალაქეების” დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.