ნეიტრალიტეტზე მკაფიო და ცალსახა უარის თქმა ხელისუფლებისთვის ყველაზე უხერხული თემა აღმოჩნდა. საკითხი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედიებისა და სახელისუფლებო ექსპერტების პროპაგანდის თემა გახდა, ხელისუფლების განცხადებით ოპოზიციისთვის სასურველი თემაა.
ნეიტრალიტეტის თემაზე მედიისა და საზოგადოების მიერ ლეგიტიმური და მაღალი საჯარო ინტერესის შეკითხვების დასმას კი ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების ღალატს უწოდებს. ამის პარალელურად “ოცნება”
კვლავ რჩება ერთადერთ პარტიად, რომელიც მუდმივად ომზე საუბრობს და ამით მოსახლეობის ფსიქოლოგიურ ტერორს აგრძელებს.