კალაძე: პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენი იარაღი ადამიანების სიყვარულია

როგორც კალაძე ამბობს, პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება დადებითი განწყობა და სულიერი სიმხნევეა.

“რა არის ჩვენი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის დროს? რასაკვირველია, კარგი განწყობა, სულიერი სიმხნევე, ადამიანების სითბო და სიყვარული. როგორ შევხვდეთ ახალ წელს – შეშინებულები და დათრგუნულები? ცხადია, არა! ჩვენი განწყობა, მომავლის რწმენა, იმედი, სადღესასწაულოდ მორთული ქუჩები, ერთმანეთისადმი სოლიდარობა დაასუსტებს ამ უხილავ მტერსაც კი. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ – ბავშვების ჟრიამული, ხალისი, კისკისი არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ამ ვირუსს“, – თქვა კახა კალაძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share