ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, თათია ნოკოლაიშვილმა, ოზურგეთის ვიცე მერის, გიორგი ღურჟუმელიძის განცხადებას, სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეზე დახმარების ირიბად უარის თქმის შესახებ, “ამორალური, სულ მცირე არაეთიკური” და “გამაოგნებელი” უწოდა.
თათია ნიკოლაიშვილი, რომელიც ოზურგეთის საკრებულოში “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს და დეპუტატი პროპორციული სიით გახდა, მიიჩნევს, რომ ვიცე მერის ეს განცხადება კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს საკუთარი, შეჭირვებული მოქალქეეების მიმართ, რომელთაც დახმარება ესაჭირებათ.
ნიკოლაიშვილმა გუშინ გამართულ საკრებულოს სხდომაზე, როცა ოზურგეთის საჯარო მოხელეების გარკვეული ნაწილისათვის ხელფასების მატების საკიტხი განიხილებოდა კოლეგებს წარუდგინა ქალაქ ოზურგეთში, ექადიაზე მცხოვრება ვენერა გაზდელიანის საცხოვრებელი სახლის ამსახველი ფოტოები და დასვა კითხვა, “მაშინ როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ხელფასების მატებით არიან დაინტერესებულნი, რატომ რჩებიან ასეთი მოქალაქეები ელემენტარული დახმარების გარეშ?”
ამ კითხვის შემდეგ ოზურგეთის ვიცე მერი გიორგი ღურჯუმელიძე დაინტერესდა თუ რამდენი ჰქონდა თავად ნიკოლაიშვილს ხელფასი, რაზეც დეპუტატმა უპასუხა, რომ ის არსად არ მუშაობს და მას მხოლოდ 450 ლარი ერიცხება საკრებულოში საქმიანობისათვის. რასაც ღურჯუმელიძის პასუხი მოჰყვა: “შეაგროვეთ მერე ფული რამდენიც ხართ და დაეხმარეთ”
ამ რეპლიკამ დამსწრე საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
პირველი ის, რომ დეპუტატებს (თუ არ ჩავთვლით ფრაქციებისა და კომისიების ხელმძღვანელებს), ხელფასები არა აქვთ და ისინი 450 ლარს ყოველთვიურად ბიუჯეტიდან ღებულობენ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის.
და რაც მთავარია, სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან რამდენიმე პროგრამა ხორციელდება.
ასევე ეფექტურად გამოიყენება ამისათვის მერის ფონდი.
ვენერა გაზდელიანის საცხოვრებელი სახლის ამსახველი ფოტოები