„გურიისკი სინდიკატის“ საქმე – ანუ როგორ მუშაობდა გურიაში გერმანული დაზვერვა 1917 წელს

„ოთხი წლის უკან ოზურგეთის მაზრაში, სოფლებში ომფარეთში, კონჭკათში და საღმრთოში ნავთობის ჭების ბურღვის მიზნით დაფუძნდა გერმანული კომპანია. ამ სოფლებში ჩატანილი იქნა ნავთობის ძრავები, მოეწყო სამჭედლოები, მატერიალური საწყობები და ა.შ. ახლა კი გაირკვა, რომ გერმანელებს ჩაუტარებიათ არა მიწისქვეშა არამედ „მიწისზედა“ სამუშაოები: ფოტოები გადაუღიათ და გეგმაზე დაიტანიათ ბათუმი და მისი შემოგარენი, სარკინიგზო ხაზი და ა.შ. ამჟამად ხელმძღვანელობის განკარგულებით კომპანიის, რომლის დასახელება გახლავთ „გურიისკი სინდიკატი“ («Гурийский синдикат») მთელი ქონება რეკვიზირებულია და გადაეცემა იმ საწარმოებს, რომლებიც თავდაცვაზე მუშაობენ.“
.
გაზეთი – „რანნეე უტრო“ (Раннее утро) 1917 წელი 25 თებერვალი (თარგმნილია რუსულიდან)
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share