ერთადერთი ადგილი, სადაც მტერი აგრძელებს ძალისხმევის კონცენტრირებას, არის იზიუმის, მარინკას და მარიუპოლის მიმართულება, ასევე დაკავებული დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის რაიონში, თუმცა მტერი იქ პრაქტიკულად თავდაცვაზეა გადასული – განცხადება პუტინის ომის 1 თვის თავზე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა გააკეთა.
მისი თქმით, ფრონტი ახლა თითქმის გაყინულია, რადგან მეტრს ბევრ რაიონში შეტევის გასაგრძელებლად რესურსი არ აქვს. არის მიწოდების პრობლემა საწვავზე, საბრძოლო მასალასა და სხვა სახის მატერიალურ საჭიროებებზე
„დღეს განადგურდა რუსეთის ფედერაციის 49-ე არმიის მოწინავე სამეთაურო პუნქტი სამხრეთში და დიდი სადესანტო ხომალდი, რომელსაც გადაჰყავდა დაახლოებით 400 საზღვაო ქვეითი, 20 ტანკი და 45 ჯავშანტრანსპორტიორი – ის აფეთქდა ბერდიანსკის პორტში. მეორე დაზიანდა“ განაცხადა არესტოვიჩმა.
მისივე თქმით, უმაღლესმა რადამ გაამკაცრა პასუხისმგებლობა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სხვა სამხედრო ფორმირებების გადაღებაზე.