ხარკოვში ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგომ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 დაშავდა.
როგორც ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვი აღნიშნა, დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
“ხარკოვში რუსებმა ახალ ფოსტასთან, ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგომ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 6 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო 15 დაშავდა. დაღუპულთა რაოდენობა კიდევ ზუსტდება”, – ამბობს სინეგუბოვი.