რუსული ჯარები კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩში შევიდნენ, – ამ ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს.
კიევის რეგიონული სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ქალაქის ჰოსპიტალი აიღეს. ალექსანდრე პავლიუკის განცხადებით, რუსებმა ქალაქის მერი იური ფომიჩევი გაიტაცეს.
მისი თქმით, ქალაქის მცხოვრებლები რუსეთის შეჭრას აპროტესტებენ და ქალაქის მთავარ მოედანზე სკანდირებენ – “სლავუტიჩი უკრაინაა”, “დიდება უკრაინას”.