საკეისრო კვეთის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

კორონავირუსს ქუთაისში ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 43 წლის პედაგოგია, რომელსაც 3 დღის წინ კლინიკა “ბომონდში” საკეისრო კვეთა გაუკეთეს.

პაციენტი “კლინიკა ბომონდი”-ს რეანიმაციულ განყოფილებაში 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის მომენტისთვის მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ქალს ფილტვის ქსოვილის 72% დაზიანებული ჰქონდა და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ექიმებმა საკეისროს გაკეთება 9 თვის ორსულისთვის მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მდგომარეობა საყურადღებო გახდა. ოპერაციიდან 2 დღეში, ქალის მდგომარეობა დამძიმდა, დღეს გამთენიისას კი გარდაიცვალა.

ექიმების თქმით, ორი დღის ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკა გარდაცვალების მიზეზად თრომბოემბოლიას განიხილავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share