ჯო ბაიდენი: “პუტინი ყასაბია”

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მონახულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ყასაბი უწოდა.

ამერიკის პრეზიდენტმა დღეს ვარშავაში უკრაინიდან ლტოლვილები მოინახულა. ვარშავის ეროვნულ სტადიონზე ჟურნალისტებთან ხანმოკლე კითხვა-პასუხისას კი კითხვაზე, რას ფიქრობს ის პუტინზე, ბაიდენი პასუხობს: “ის ყასაბია”.

ბაიდენმა გაიხსენა ომთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილებაც და აღნიშნა, რომ მას მუდამ აოცებს „ადამიანის სულის ძალა და სიღრმე.“

ეს გასაოცარია, იხილო ამდენი პატარა ბავშვი. მათი ჩახუტება გინდება. გინდება მადლობა გადაუხადო. ეს ამაყად გაგრძნობინებს თავს.

ამ ბავშვთაგან ყველამ რაღაცის გაკეთება მთხოვა „ილოცეთ მამაჩემისთვის ან ბაბუაჩემისთვის, ან ჩემი ძმისთვის, ვინც იქაა და იბრძვის. და მე მახსოვს როგორია, როცა ვიღაც ომის ზონაში გყავს. ყოველ დილით შენ დგები და ფიქრობ. უბრალოდ ფიქრობ. და ლოცულობ რომ ის სატელეფონო ზარი არ მიიღო“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share