კრემლი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ბაიდენმა განაცხადა, რომ „ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხელისუფლებაში ვერ დარჩება“.
კრემლში აცხადებენ, რომ ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის დარჩება თუ არა ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინი.
„ეს არ არის ბაიდენის გადასაწყვეტი. რუსეთის პრეზიდენტს რუსები ირჩევენ“, – განუცხადა Reuters-ს პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინის შესახებ განაცხადა: „ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ხელისუფლებაში ვერ დარჩება“.