რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში გაიმართება. შესაბამის განცხადებას Facebook-ზე “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, უკრაინული დელეგაციის წევრი დავით არახამია ავრცელებს.
დავით არახამიას განცხადებით, გადაწყვეტილება ვიდეო ფორმატში მოლაპარაკებისას მიიღეს, მოლაპარაკებები 28-30 მარტს ჩატარდება.
მისივე თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ამ დრომდე მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარეობდა ბელარუსის საზღვართან. პარალელურ რეჟიმში მხარეები მართავდნენ მოლაპარაკებებს ონლაინ რეჟიმშიც.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.