უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველების დაკრძალვას ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაესწრნენ, თუმცა, “მთავარი არხის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებმა, მათ შორის მამუკა მდინარაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თელავში, სასტუმრო “ესკიზში” იქეიფეს.
“მთავარის” გადამღები ჯგუფი, კითხვების დასასმელად სასტუმროს შენობაში დაცვის სამსახურმა არ შეუშვა. არსებული ინფორმაციით, სასტუმრო ამ ღონისძიებისთვის 30 ადამიანზე მომზადდა.
“არ შეგიძლიათ, გაბრძანდით გარეთ, დაკეტილია თქვენთვის. თქვენ არ შემოხვიდეთ, დაიკეტა”,- უთხრეს მათ სასტუმროს ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი გმირი სამხედრო პატივით დაკრძალეს. მათ სამოქალაქო პანაშვიდზე “ქართული ოცნებიდან” მხოლოდ კახა კალაძე მივიდა. მმართველი გუნდის არცერთი წარმომადგენელი გმირების პანაშვიდზე არ გამოჩენილა.