გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე სულ მცირე 1 119 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 790 დაიჭრა. საუბარია მშვიდობიან მოქალაქეებზე.
ამასთან, გაეროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ უფრო დიდია და ზუსტი სტატისტიკის წარმოება ომის პირობებში რთულია.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომის 1 თვის განმავლობაში ქვეყანაში 139 ბავშვი დაიღუპა, 205-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.