უკრაინული მხარე რუსი ოკუპანტების ნათესავებთან და მეგობრებთან მალულად მოპოვებული საუბრის ჩანაწერების ციკლს აქვეყნებენ:
“- ჭამ რამეს?
– კი.
– ჩვენი ბატალიონის მეთაური მოკლეს. მისი მხოლოდ ერთი ქუსლი იპოვეს. ასი მეტრის მოშორებით ეგდო მაიორის ქუსლი. სახლში რომ მივალ, ისე, ძლიერად ვიტირებ. არა ყოველდღე, უბრალოდ…”
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვლიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით რუსული ჯარი თავს დაესხა უკრაინას.