რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის მახლობლად მოხალისეების კოლონა დაცხრილეს. უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, მტრის სამიზნე 5 ავტობუსი გახდა. დაღუპულია ერთი და დაჭრილია 4 ადამიანი.
დენისოვას განცხადებით, რუსები ჰუმანიტარული დერეფნებით, ჩერნიგოვიდან მოქალაქეებს გასვლის საშუალებას არ აძლევენ და ათიათასობით ადამიანი ფაქტობრივად მძევლადაა აყვანილი საჭმლის, წყლისა და გათბობის გარეშე.
მსგავსი ქმედებები სისხლის სამართლის საერთაშორისო ქარტიის მე-7 და მე-8 მუხლების მიხედვით, რუსეთის ჯარების კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაულია – ამბობს დენისოვა და გაეროს მიმართავს, რომ რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიებისას, გაითვალისწინოს ყველა ფაქტი.