ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა არსებობს?-ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ეკატერინე ტიკარაძეს.
“უნდა ვთქვა ახლა ერთი კითხვა, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად აჟღერებენ შიმშილთან დაკავშირებით. შიმშილით სიკვდილი – ექიმს ეს მიკვირს, რამდენიმე კომენტარი გავაკეთე და ჟურნალისტებმა არასწორად დაწერეს, რატომღაც არ უნდათ ამაზე სწორი აქცენტირება გააკეთონ. კი არ ვუწყრები, მაგრამ ვთხოვ, იანტროგენულ დაავადებაში ნუ მიიღებენ ჟურნალისტურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. გთხოვთ, მე მაინც მითხარით – ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა კახექსიური არსებობს თუ არა ? და ერთი მაგალითი მითხარით.”- განაცხადა კახაძემ.