ვახტანგ გურგენიძე და კონსტანტინე ქობულია – ცნობილია იმ 2 ბიზნესმენის ვინაობა, ვინც გუშინ ე.წ ქურდული გარჩევის დროს მოკლეს.
“მთავარი არხის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ლაგუნა-ვერეს შემოგარენში მდებარე ერთ-ერთ ოფიში შეკრება იყო, სადაც დაპირისპირებული მხარეები სკაიპით თურქეთში მყოფ ორ ე.წ კანონიერ ქურდს ლევან მარღიასა და ირაკლი ყალიჩავას ესაუბრებოდნენ.
კრიმინალურ ავტორიტეტებს ბიზნესმენსა და სავარაუდოდ ამავე წრეში გავლენიან დავით შენგელიას შორის არსებული დაპირისპირება უნდა გადაეწყვიტათ. დავა კი ლაგუნა ვერეს მიმდებარედ არსებულ ბიზნესმენის კუთვნილ ტერიტორიაზე იყო. ქურდების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ბიზნესმენისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და იქ მყოფ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
საპასუხო ცეცხლი გახსნეს ქურდებისა და შენგელიას მეგობარებმა, მათ შორის ხვიჩა ცხაკაიამ და გურგენიძე და კონსტანტინე ქობულია მოკლეს. დაჭრილია თავად ცხაკაიაც და კიდევ რამდენიმე პირი. მათი ნაწილი ადგილიდან მიიმალა და მათ სამართალდამცვეელბი ამ დრომდე ეძებენ.