არმაზ ახვლედიანი – სამარცხვინო პრემიერი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!

სამარცხვინო პრემიერი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს! – ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ახვლედიანის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილის „ამაზრზენმა პოზიციამ“ საბოლოოდ ცხადყო, რომ მისი პრემიერობა დანაშაულია.

„უკრაინაში მოძალადე პუტინის გაუგონარი სისასტიკის მიმართ ღარიბაშვილის ამაზრზენმა პოზიციამ საბოლოოდ ცხადყო, მისი პრემიერობა დანაშაულია! მან შეურაცხყო მოძმე, თავისუფლებისთვის გმირულად მებრძოლი უკრანიელი ხალხის თავგანწირვა და ტრაგედია, ფეხქვეშ გათელა რუსი ოკუპანტის მიერ ბოლო წლებში ნაწამები და დატანჯული, გაუტეხელი ქართველი ხალხის ხსოვნა და მეხსიერებაც!“ – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

ცნობისთვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გუშინ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.

მისი განცხადებით, ჯერ კიდევ 25 თებერვალს საუბრობდა, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, უკრაინა იქნებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share