უკრაინის არმია დედაქალაქ კიევის დასაცავად კონტრშეტევაზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი Suspline შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის არმიამ 5 რუსული ტანკი გაანადგურა.
“დილით საარტილერიო ბრძოლების ხმა ისმოდა კიევის დასავლეთ გარეუბანში. ბრძოლები ახლა იქ მიმდინარეობს. დეტალური ინფორმაცია ჯერ არ არის”, – დასძინა მან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების 10 მარტის დილის მოხსენებაში ნათქვამია, რომ უკრაინის არმია აგრძელებს რუსეთის შეტევის შეკავებას, იცავს ხარკოვსა და ახტირკას, ასევე გრძელდება მარიუპოლის წრიული დაცვა.