2008 წელს თქვენ დაგაბრალეს, რომ რუსეთს დაესხით თავს, არის თუ არა ეს შესაძლებელი? ამდენი წელი გავიდა. ახლა უკრაინა დაესხა თავს – იგივე ბრალდებები გვესმის. ნუთუ თქვენ ამ ყველაფრის გჯერათ? თქვენ გჯერათ, რომ ჩვენ ქალებს და ბავშვებს ვკლავდით ქუჩაში? თქვენ ხედავდით ამ კადრებს, უბრალოდ, კლაბვდნენ ადამიანებს იმისთვის, რომ ისინი დადიოდნენ თავის მიწაზე.
გთხოვთ, ადამიანებო, გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება და აუხსენით, რომ ამისგან არაფერი კარგი არ გამოვა, რომ ეს არ შეიძლება. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას, თქვენ ხედავთ ჩვენს პრეზიდენტს, როგორ გვინდა, რომ მშვიდობა დადგეს, მაგრამ თუ თქვენ არ დაგვეხმარებით, თქვენ ხომ იცით, როგორ ხდება ეს ყველაფერი, მოდით, გავერთიანდეთ.
მე არ ვამბობ, რომ იბრძოლოთ ჩვენ გამო, მოგვცეთ იარაღი, მაგრამ ის მაინც ქენით, რომ არ დაუშვათ კონტრაბანდული იარაღი თქვენს ტერიტორიაზე, ამ პატარა ნაბიჯით მაინც გააკეთეთ ის, რომ ომი გაჩერდეს”- უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი TV ფორმულას ეთერში, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც. გამოყენებულია TV ფორმულას თარგმანი.