“მთელი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და ჭკუასაკითხავი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები, დიპლომატები, ისტორიკოსები, ექსპერტები, რომელთა უმრავლესობაც სულ რაღაც თვეების წინაც კი პოლიტიკური ლანდშაფტის მრავალფეროვნების აპოლეგეტებად გვევლინებოდნენ, დღეს ერთხმად ღაღადებენ – მსოფლიო პოლიტიკა ორფეროვანი, შავ-თეთრი გახდა!!!
აი ჩვენ, ქართველები ყოველთვის “ნოვატორები” და “ორიგინალურები” ვართ – მსოფლიო გახდეს შავთეთრი, ჩვენ კი, მსოფლოს ყველაზე “წარმატებული” ქვეყნის “პოლიტიკოსები” კვლავაც პოლიტიკური სიჭრელის, ანუ მრავალფეროვნების ერთგული დავრჩებით!!!
დიახ, “ორი კაციც რომ სხვაგვარად ფიქრობდეს, იმასაც გავითვალისწინებთ”, თუმცა მინიმუმ ნახევარი მილიონი მოქალაქის მხარდაჭერილი კაცის უკანონო პატიმრობა რომ ვინმემ გააპროტესტოს, ეს თურმე 50000 კაციანი მიტინგის დაშლის მიზეზი შეიძლება გახდეს!!!!
დემოკრატიის ზენიტში ვართ!!!!
ამასობაში ქვეყანა თავზე გვექცევა და არავინ ჩანს,(გაგიკვირდებათ და იმ პოლიტპატიმრის გარდა) ლოზუნგურ მოწოდებებს რომ გაცდეს და რაიმე კონკრეტული შემოგვთავაზოს!!!!
დრო კი გადის და არნახული სიჩქარით ვუახლოვდებით 1921, დიახ, არ შემშლია, 1921 წელს!!!
გადაახტით ბატონებო საკუთარ თავს, დაძლიეთ უაზრო ამბიციები, როგორმე დააღწიეთ თავი “ერთი კაცის” შემოთავაზებულ მავნებლურ თამაშს, რომელშიაც ნებსით თუ უნებლიეთ ძალიან ცუდ როლს ასრულებთ და ჩვენს თუ არა, თქვენს საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებზე მაინც იფიქრეთ!!
” მე არ მინდა თქვენს კაბინეტებში ჩემი სურათი გქონდეთ, თქვენი შვილების სურათები ჩამოკიდეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ, მათ ჩახედეთ თვალებში”-ზელენსკი!!!!
ნურც იმით გაიკეთებთ გულს, ერს მარტო ორჯონიკიძე ახსოვსო – მოღალატეებიის სახელები გმირებისაზე არანაკლებ “დაუვიწყარია”!
ნუ გახდებით ახალი “ჰეროსტრატეები”!!!”-წერს ოზურგეთელი სამოქალაქო აქტივისტი, ნოდარ გოგუა ფეისბუქგვერდზე.