ნინო სუხიშვილი ჟურნალ O.K.-სთან ინტერვიუში პასუხობს კითხვას, რუსეთ-უკრაინას შორის დაპირისპირებაში რა ადგილი აქვს საქართველოს.
„ნეტავ, საქართველომ თვითონ თუ იცის, სად არის? ღმერთმა არ ქნას და უკრაინა თუ დაეცა, ჩვენც იგივე ბედი გველოდება. ჩვენ ერთი პატარა ქვეყანა ვართ და აქვე, 20 კილომეტრში დგანან რუსები. საერთოდაც, ჩემი აზრით, ის, რომ საქართველო დღემდე არსებობს, მისტიკაა. დიახ, ის, რომ ასეთ პატარა ქვეყანას შენარჩუნებული გვაქვს ჩვენი ენა, ღირსება, დამოუკიდებლობა, მართლაც სასწაულია. ეს არის უფლის წყალობა და მჯერა, რომ ღმერთი არ გაგვწირავს.
თქვენი აზრით, უკრაინის ომი რა შედეგებს მოუტანს მსოფლიოს?
ამის თქმაც რთულია, მაგრამ ერთი რამ ცხადია – მსოფლიომ ახლა მაინც დაინახა რუსეთის, როგორც დამპყრობლის როლი. რუსეთი აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი ქვეყანაა.