პარლამენტთან მოქალაქეებმა ბუჩასა და სხვა ქალაქებში მოკლულების ხსოვნას პატივი მიაგეს

მოქალაქეებმა ბუჩასა და სხვა ქალაქებში მოკლული უკრაინელების ხსოვნას პატივი მიაგეს.

სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ.

მათ ადგილზე ყვავილები მიიტანეს.

შეგახსენებთ, გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი მოკლული იპოვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share