სააკაშვილის მხარდამჭერ ჯგუფს სახელისუფლებო ანგარიში მართავს და მის გათავისუფლებაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს – “მითების დეტექტორი”

სააკაშვილის მხარდამჭერ ჯგუფს სახელისუფლებო ანგარიში მართავს და მის გათავისუფლებაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს –  ამის შესახებ “მითების დეტექტორმა” დაადგინა.

“4 აპრილს ფეისბუკ ჯგუფში “მიხეილ სააკაშვილი საქართველოს იმედი”  სოციალური ქსელის მომხმარებელმა Lile Lile Gio გამოაქვეყნა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფოტო, რომელსაც ღაწვებზე უკრაინის დროშა აქვს მიხატული. პოსტის აღწერის თანახმად, ჯო ბაიდენის ძალისხმევის შედეგად, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის დაზვერვამ საქართველოდან გაიყვანა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე თავისუფალია. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ  სააკაშვილი უკრაინის არმიის დასახმარებლად გაემართა და უკვე მარიუპოლის ფრონტზე იმყოფება. პოსტს 4 მარტის მონაცემებით 115 გაზიარება აქვს”, – აღნიშულია “მითების დეტექტორის” განცხადებაში.

“მითების დეტეტქტორმა” ასევე გამოავლინა ფეისბუქ ჯგუფი, რომელსაც ყალბი ანგარიში მართავდა და სააკაშვილის სახელით გაყალბებულ ციტატებს ავრცელებდა. ეს ჯგუფია თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს / Freedom to President Saakashvili, რომელშიც 2021 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს ყალბი ანგარიში Tabidze Tato ტელეკომპანია “მთავარისა” და “TV პირველის” ლოგოების გამოსახულებით მიხეილ სააკაშვილის გაყალბებულ ციტატებს ავრცელებდა.

tvpirveli.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share