“ვიბრძვით პუტინის ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ” – რუსი სამხედროები უკრაინის მხარეს გადავიდნენ

რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სამხედროები ტოვებენ – რუსი მებრძოლები უარს ამბობენ, მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვაზე. რამდენიმე წუთის წინ, მათ სპეციალური ბრიფინგი გამართეს, სადაც საერთაშორისო მედიასთან პირდაპირ განაცხადეს, რომ  უკრაინის მხარეს ნებაყოფლობით გადავიდნენ და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურ სამხედრო ბრძოლაში ერთვებიან.

მათი თქმით, გადაწყვეტილება პუტინის ფაშისტური რეჟიმის შესაცვლელად მიიღეს. სამხედროების განცხადებით,  ლეგიონში გაწევრიანების სურვილი კიდევ ბევრ რუს ჯარისკაცს აქვს.

უკრაინის მხარეს გადასული სამხედროები “რუსეთის თავისუფლების” ლეგიონში ირიცხებიან, რომელიც 100 ჯარისკაცისგან შედგება.

მე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომდგენელი, ისევე, როგორც სხვები, ე.წ. სპეცოპერაციის შესასრულებლად  უკრაინის ტერიუტორიაზე გამაგზავნეს. პირველ დღეებში ჩვენი დანაყოფი თითქმის სრულად განადგურებული იყო, მე ტყვედ ჩავვარდი. ტყვეობაში ყოფნისას გავაცნობიერე, რომ სინამდვილეში ეს სპეცოპერაცია კი არა, არამედ ადგილი აქვს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიან შეჭრას, რომლის მიზანიც იქ საკუთარი რეჟიმის დამყარებაა. ვიდრე ტყვეობაშო ვიყავი, ჩვენ გადავყავდით და ვნახე ისეთი ქალაქები, როგორიცაა ბუჩა, ირპენი, გოსტომელი … ქალაქების მიწასთან იყო გასწორებული.
იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ ეს ნამდვილი გენოციდია, გადავწყვიტე, პუტინის ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ  „რუსეთის თავისუფლებას“ ლეგიონში გავწევრიანებულიყავი, იმისთვის, რომ ჩვენი შვილების და შვილიშვილების ბედნიერი მომავალი უზრუნველმყო.
არ არსებობს არანაირი დემოკრატია. ეს მხოლოდ ილუზიაა.მე ვბრძოლობ იმისთვის, რომ პუტინის განუკითხაობა დასრულდეს. იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ხალხმა თავისუფლად ამოისუნთქოს და ხმის ამოღების უფლება ჰქონდეთ. ბოლო 24 საათში ლეგიონში გაწევრიანების  300-მდე მოთხოვნა შემოვიდა, მსურველი ძალიან ბევრია, –
 განაცხადა რუსმა სამხედრომ.

tvpirveli.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share