“რუსულ ტვირთებს დღეს ნახევარი მსოფლიო ატარებს, როგორც აკონტროლებენ სხვები, ასევე ვაკონტროლებთ ჩვენც”

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება უკრაინის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოს მიერ რუსული კონტრაბანდული ტვირთის გატარება ხდება, კობახიძემ ასე უპასუხა:

„როცა „ფეიკი“ ვრცელდება, მას უნდა უპასუხო სიმართლით. ეს არის ერთადერთი ნაბიჯი, რაც ამ შემთხვევაში უნდა გადაიდგას. მტკიცებულება შეიძლება წარადგინონ იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ რაც არ მოხდა, იმაზე მტკიცებულებას ვერ წარადგენ. ეს არის რეალობა. რუსულ ტვირთებს დღეს ნახევარი მსოფლიო ატარებს, როგორც აკონტროლებენ სხვები, ასევე ვაკონტროლებთ ჩვენც, მარტივია ამაზე პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share