ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან მდებარე ოკუპანტებმა რადიაციის ისეთი დოზა მიიღეს, რომ მათ მაქსიმუმ 1 წლის სიცოცხლე დარჩათ – ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ, განაცხადა.
რუსი სამხედროები შიშველი ხელებით თხრიდნენ დაბინძურებულ ქვიშას, ამ ქვიშას ტომრებში აწყობდნენ და მიჰქონდათ თავიანთი დისლოკაციის ადგილას, რამაც გამოიწვია არა მარტო მათი დასნეულება, არამედ მათი ტექნიკისაც, რაც 10 ათას ერთეულს შეადგენს. მათ მაქსიმუმ წელი დარჩათ სიცოცხლის.
რადიოქაქტიულ დაბინძურებას ისინი სახლებშიც წაიღებენ, არ აქვს მნიშვნელობა, ცოცხლები იქნებიან, თუ მკვდრები – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
მინისტრის განმარტებით, მეტალს კარგად გადააქვს რადიაცია და ყველა დასნეულდება, რომელსაც ამ დაბინძურებულ ტექნიკასთან შეხება ექნება.