“9 აპრილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ქართველი ხალხი არასოდეს არ იტყვის უარს თავისუფლებისათვის ბრძოლაზე, რა მზაკვრულ პირობებშიც არ უნდა ჩაგვაყენოს მტერმა როგორც “შინაური” ასევე გარეული აგენტების მეშვეობით”
განაცხადა დღეს, 9 აპრილს, ადგილბრივი ოპოზიციის ლიდერმა, დავით მჟავანაძემ, “გურიის მოამბესთან” საუბრისას, მას შემდეგ, რაც მან, მის თანამოაზრეებთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულ ნინო თოიძის ხსოვნას პატივი მიაგო, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში და 9 აპრილს გმირულად დაღუპულ ოზურგეთელ გოგონას საფლავი ყვავილებით შეამკო:
“დღეს ამას ყველაფერს ორმაგი დატვირთვა აქვს, ყველა ვხედავთ რას შვება რუსები უკრაინაში, არც 9 აპრილი, არც ვილნიუსი და ბაქო, ისევე როგორც აფხაზეთი, ცხინვალი, დონბასი და ყირიმი-აქ ჩადენილი დანაშაულებები რუსეთს არ შერჩებადა მიუხედავად “ჩვენი” ხელისუფლების დიდი მონდომებისა ქართველი ხალხი არასოდეს იტყვის უარს თავისუფლებისათვის ბრძოლაზე” – თქვა მჟავანაძემ.