“კატეგორიულად ვემიჯნები ძალადობას… ის იმდენად შეშლილია, რომ მთელ მსოფლიოს გამოუცხადა ომი…”-პუტინის ქალიშვილი

19 წლის ბლოგერი სანქტ-პეტერბურგიდან ელიზავეტა კრივონოგიხ, რომელსაც ლუიზა როზოვას ფსევდონიმით იცნობენ, ასევე ცნობილია, როგორც პუტინის საიდუმლო ქალიშვილი. უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე მან თავისი ექაუნთი წაშალა ინსტაგრამიდან, რადგან მუდმივად ლანძღავდნენ და ჰიტლერისა და მკვლელის ქალიშვილს ეძახდნენ. ახლა კი მისი მიმართვა გავრცელდა სოციალურ ქსელში:

“გინდათ მოისმინოთ ჩემი მოსაზრება იმ მოვლენებზე, რომლებიც მსოფლიოში ხდება? სიმართლე ითქვა, ვერც კი წარმომიდგენია, რა მელის ამ სიტყვების შემდეგ…
პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე პირადად კატეგორიულად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს დაუცველი ადამიანების მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის მიმართ.
გულწრფელად მაოცებს, რომ ზოგიერთები სეროზულად ფიქრობენ, თითქოს მე რამენაირად ვარ მონაწილე მსოფლიოში მიმხინარე მოვლენების, და რომ მაქვს რაიმე შესაძლებლობა, ყველაფერი შევცვალო. მოდით, ერთად დავფიქრდეთ და ვუპასუხოთ ამ შეკითხვას:

“ნუთუ ადამიანი, რომელიც იმდენად შეშლილია, რომ ფაქტობრივად მთელ მსოფლიოს გამოუცხადა ომი, თავის გადაწყვეტილებებზე უარს იტყვის რაღაც მშობლური გრძნობების გამო?”
დაე ყველამ თავად უპასუხოს ამ შეკითხვას”.

mshoblebi
გოგონა პუტინს სავარაუდოდ ჰყავს სვეტლანა კრივონოგიხსგან – ამ ქალბატონზე ცნობილია, რომ ის ჩვეულებრივი დამლაგებელი იყო. შემდეგ კი მოულოდნელად პუტინის საყვარელი გახდა, მისგან შვილიც გააჩინა და მულტიმიოლიონერიც გახდა. დღეს ის რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალია.
mshoblebi

როგორც ამბობენ, ამჟამად სვეტლანა ქალიშვილთან ერთად ციმბირში მალება, რომელიღაც მაღალტექნოლოგიურ ბუნკერში, რომელიც ბირთვული ომის დროს თავდასაცავად არის აღჭურვილი.

სავარაუდო ქალიშვილის უზომო მსგავსებაზე პუტინთან, ხშირად წერენ და ფოტოებიც ამას ადასტურებს.

mshoblebi

 

mshoblebi

რასაკვირველია, პუტინს და მის გარემოცვას არასოდეს უღიარებიათ ან უარუყვიათ მისი არსებობა. ისევე, როგორც არ საუბრობენ მის უფროს ქალიშვილებზე პირველი ქორწინებიდან – მარია ვორონცოვასა და ეკატერინა ტიხონოვაზე.

mshoblebi
მარია და ეკატერინა
marao.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share