უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების 13 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს

„9 აპრილს უკრაინის საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვამ და საჰაერო თავდასხმამ რუსი დამპყრობლების მინიმუმ 13 საჰაერო სამიზნე: სამი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი, ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი, ოთხი ფრთოსანი რაკეტა, გაანადგურა“, – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, 9 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში წარმატებით მოიგერიეს მოწინააღმდეგის რვა შეტევა და გაანადგურეს ოთხი ტანკი, რვა ჯავშანტექნიკა და შვიდი მანქანა, ასევე თვითმფრინავი და ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share