საოკუპაციო არმია გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. წაგების ზღვარზე მყოფი კრემლის დიქტატორი რევანშისთვის მზადაა და ახლა ძალების სრულ მობილიზებას აცხადებს. დონბასის საბოლოო ოკუპაციისთვის ომი რომ დაუნდობელი და სასტიკი იქნება ამას კრემლში მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს. გეგმის განხორციელება ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან გენერალს – დვორნიკოვს დაევალა.
ომის ახალი და კიდევ უფრო მწავვე ეტაპის შიშით მშვიდობიანი მოსახლეობისგან იცლება აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქები. წინ არის გადამწყვეტი ბრძოლა მარიუპოლისთვისაც. აუღებელი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი რუსების სრულ ბლოკადაშია. მარიუპოლი რუსული სისასტიკის სიმბოლოდ დიდი ხანია იქცა, დაღუპულთა რაოდენობა აქ ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეა.
პარალელურად, მორიგი შეტევისთვის მზად არის უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი. ხარკოვზე მხოლოდ ბოლო 24 საათში 60-ჯერ დაიბომბა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.