“დიდი ბოდიში, თუ ქვეყნის პრემიერ მინისტრი “ტრი ტრი”-თი და “ჰაკიმფაშათი” ვერ მოვიხსენიე”-სულაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლების ოპოზიცია ვარ, ნებისმიერ ოფიციალურ შეხვედრებზე, ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა, რომ მათ მერ გაწეული, თუნდაც უმნიშვნელო ღვაწლი წინა პლანზე გამოვიტანო და ამით დავიცვა საკუთარი ქვეყნის ღირსება. (ვიმეორებ “ქვეყნის” და არა კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსის, ან ჩინოვნიკის)
ბუნებრივია, ამ ხელისუფლების პირობებში ხშირად მიხდება, მათ მაგივრად ბოდიშის მოხდა და შესაბამისად კრიტიკაც, მაგრამ არა იმ ფორმითა და დამოკიდებულებით, როგორიც სოციალურ ქსელებში მახასიათებს.
ამას ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს: ნებისმიერ კონფერენციაზე, სემინარზე, თუ სხვა საჯარო სივრცის ტრიბუნაზე, მე ვარ ჩემი ქვეყნის სახე და ნამდვილად გამაჩნია იმის ამბიცია, ვიყო უკეთესი მათზე, ვის მიმართაც გამაჩნია პრეტენზია.
სიმართლის თქმა, კორექტულადაც შეიძლება, ყოველ შემთხვევაში იქ, სადაც შენს საკუთარ ქვეყანას წარმოადგენ.
დიდი ბოდიში, თუ ქვეყნის პრემიერ მინისტრი “ტრი ტრი”-თი და “ჰაკიმფაშათი” ვერ მოვიხსენიე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share