რუსმა ოკუპანტებმა ბზობას სევეროდონეცკში ტაძარი დაბომბეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე, სერგეი გაიდაი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე ცნობით, ოკუპანტების თავდასხმების შედეგად ლუგანსკში 10-მდე რელიგიური შენობა დაზიანდა.
“რუსმა ორკებმა ბზობას სევეროდონეცკში ტაძარი დაბომბეს
ეს უკვე მეოთხე თავდასხმაა სევეროდონეცკის წმინდა ქრისტეს შობის ტაძარში.
ამჯერად ჭურვები სახურავს მოხვდა. ლუგანსკის რეგიონში ჭურვების გამო 10-მდე რელიგიური შენობა უკვე დაზიანდა”, – წერს გაიდაი.
მეტი ინფორმაციისთვის – უკრაინის დედაქალაქის, სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ნიკოლაი ჟირნოვი “ვეჩერნი კიევთან ” ინტერვიუში აცხადებს, რომ ოკუპანტების მიერ კიევის აღების მორიგი მცდელობისთვის ემზადებიან.
რამდენიმე ხნით ადრე, რუსების მხრიდან კიევის აღების მორიგი მცდელობის შესახებ, დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკოც საუბრობდა.