ოკუპანტებმა სევეროდონეცკში წმინდა ქრისტეს შობის ტაძარი დაბომბეს – გაიდაი

რუსმა ოკუპანტებმა ბზობას სევეროდონეცკში ტაძარი დაბომბეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე, სერგეი გაიდაი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ცნობით, ოკუპანტების თავდასხმების შედეგად ლუგანსკში 10-მდე რელიგიური შენობა დაზიანდა.

“რუსმა ორკებმა ბზობას სევეროდონეცკში ტაძარი დაბომბეს

ეს უკვე მეოთხე თავდასხმაა სევეროდონეცკის წმინდა ქრისტეს შობის ტაძარში.
ამჯერად ჭურვები სახურავს მოხვდა. ლუგანსკის რეგიონში ჭურვების გამო 10-მდე რელიგიური შენობა უკვე დაზიანდა”, – წერს გაიდაი.

მეტი ინფორმაციისთვის – უკრაინის დედაქალაქის, სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ნიკოლაი ჟირნოვი “ვეჩერნი კიევთან ” ინტერვიუში აცხადებს, რომ ოკუპანტების მიერ კიევის აღების მორიგი მცდელობისთვის ემზადებიან.

რამდენიმე ხნით ადრე, რუსების მხრიდან კიევის აღების მორიგი მცდელობის შესახებ, დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკოც საუბრობდა.

ცნობისთვის, რამდენიმე ხნით ადრე რუსეთის თავდაცვამ მარიუპოლის მცველებს ულტიმატუმი წაუყენა და დანებებისთვის დრო მისცა – მარიუპოლის მერის მრჩეველი აცხადებს, რომ ოკუპანტებს არ დანებდებიან და ქალაქის დაცვას გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share