“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკა, მათი საჯარო დამოკიდებულება, რასაც საჯაროდ გვაჩვენებს საქართველოსთან, უკრაინასთან, პატრიოტიზმთან, სამშობლოსთან, სიცოცხლესთან და სიკვდილთან დაკავშირებით, ფარსია , -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან უპასუხა კითხვას, თუ რას ემსახურებოდა უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ მარტო წასვლა. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ყველაფერი პატრიოტიზმის იმიტაციაა.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა არის ფარსი. მათი საჯარო დამოკიდებულება ფარსია, რასაც გვაჩვენებენ საქართველოსთან, უკრაინასთან, პატრიოტიზმთან, სამშობლოსთან, სიცოცხლესთან და სიკვდილთან. სინამდვილეში ეს ინსტრუმენტებია, რათა თავის მთავარ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიონ. ეს არის დაიბრუნონ ძალაუფლება. ყველაფერი ამას ემსახურება. ყველა მიზეზი მათთვის კარგია. თუ დასჭირდებათ ისაუბრებენ პატრიოტიზმზე, თუ დასჭირდებათ, ისაუბრებენ, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თუ დასჭირდებათ იტყვიან, რომ არა, პირიქით. ეს ყველაფერი ფარსია და პატრიოტიზმის იმიტაცია, ემპათიის, თითქოს ადამიანის სიცოცხლეზე, ან სიკვდილზე ზრუნვის. ვხედავთ, რომ ნებისმიერ ასეთ თემას პოლიტიკურად იყენებენ ერთი მიზნით, დაიბრუნონ ის ძალაუფლება, რომელიც მათ ჰქონდათ და ჩამოართვა ხალხმა“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.