მტერმა ხარკოვის ოლქში დამატებითი საზენიტო რაკეტები, თორი გადაისროლა – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოკუპანტებს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში სრული კონტროლის დამყარება და ყირიმთან სახმელეთო კორიდორის შექმნა სურთ. არ წყდება სარაკეტო-საავიაციო დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე უკრაინის მთელს ტერიტორიაზე.
მათივე განცხადებით, ბელარუსი კვლავ აძლევს მტერს საშუალებას, საავიაციო დარტყმები მისი ტერიტორიიდან განხორციელდეს.