უნდა გააკეთო თუ არა რევოლუცია და ქვეყანა დაიცვა, ეს დასავლეთმა უნდა გვითხრას?! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა და პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“დიპლომატიური კორპუსი არ გეტყვის… იმან ჩაგიწერა შენ, რომ კლანი გაქვს და ოლიგარქიული მმართველობა მძალვრობსო. სასამართლოში თუ კლანი მაქვს და რეფორმები თუ არ მაქვს, სად ჯანდაბაში შევიდე?! თუ ოლიგარქი მყავს და კლანია სასამართლოში, ეს ნიშნავს, რომ ვერ ჩავატარებ ჯანმრთელ არჩევნებს, მაშასადამე ნორმალური საარჩევნო სისტემა ვერ მექნება. აბა სად შევიდე?!
რევოლუცია გააკეთო თუ არა და შენი ქვეყანა რა ფორმით უნდა დაიცვა, ეს ჩვენ დასავლელმა პარტნიორებმა უნდა გვითხრან?! ეს შენ უნდა იცოდე, მოქალაქემ. თუ კლანია, ეს ნიშნავს, რომ კორუფციაა; თუ კორუფციაა, ეკონომიკა დაბალი გაქვს; თუ ეკონომიკა დაბალი გაქვს, შენი ხალხი შიმშილობს; აბა, ვინმემ ამიხსნას, რატომ უნდა შევიდეთ პარლამენტში?!” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.