პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაცით, საქართველო შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოებს იწყებს.
როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, შეთანხმება უკვე გაფორმდა ავსტრიულ კომპანია OMV Petrom-თან, რომელიც საქართველოში შემოვიდა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ავსტრიული კომპანიის ინტერესი, რომ საქართველოში დაიწყოს გაზის ძებნა-ძიების სამუშაოები, მიუთითებს, რომ ქვეყანაში კარგი ბიზნესგარემოა.
“მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყებას საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში. მინდა, კიდევ ერთხელ სიხარულით აღვნიშნო ეს ფაქტი. როდესაც ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც არის OMV Petrom-ი, გამოხატავს სრულ მზაობას, ძალიან მალე დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო“”, – თქვა ღარიბაშვილმა.